ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება უკრაინის ომი

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მოსთხოვა რუსეთს, გაიყვანოს ჯარები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით მიიღო უკრაინის მიერ შემოთავაზებული რეზოლუციის პროექტი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ვითარების შესახებ და რუსეთს მოსთხოვა, სასწრაფო გაიყვანოს ჯარები ატომური ელექტროსადგურიდან და დაუბრუნოს ის კიევის სრულ კონტროლს.

ასამბლეამ, რომელიც მოიცავს 193 სახელმწიფოს, მხარი დაუჭირა რეზოლუციას 99 ხმით (მათ შორის საქართველომ), 9 წინააღმდეგი იყო ხოლო 60-მა ქვეყანამ თავი შეიკავა.

კენჭისყრამდე უკრაინის ელჩმა გაეროში სერგეი კისლიცამ თქვა:

“ეს არის ჩვენი მოვალეობა მომავალი თაობების წინაშე. ეს უნდა გავაკეთოთ რათა ბირთვული კატასტროფების საშინელება არასოდეს განმეორდეს”.

რუსულმა ჯარებმა 2022 წლის თებერვალში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მალევე დაიკავეს ზაპოროჟიას ატომური ელექტროსადგური. მას შემდეგ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ელექტროენერგიას არ აწარმოებს, მაგრამ ის თავისთავად მოითხოვს ელექტროენერგიის მუდმივ მიწოდებას ერთ-ერთი რეაქტორის გასაგრილებლად, რომელიც მთლიანად არ არის გამორთული ქსელიდან. პერიოდულად სადგური დაბომბვას ექვემდებარება.

იტვირთბა....