ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ზეიამ გუშინ ვიზიტი დაიწყო, რათა აღენიშნა აშშ-ის ღრმა შეშფოთება, რომ “ოცნების” ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს” – საელჩო

სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიის და ადამიანის უფლებების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ეზრა ზეია საქართველოში შეხვედრებს აგრძელებს. ცნობილია, რომ დღეს ის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება. სამოქალაქო სექტორის ნაწილთან შეხვედრა გუშინაც გაიმართა.

“სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, უზრა ზეიამ საქართველოში ვიზიტი გუშინ დაიწყო, რათა ხაზგასმით აღენიშნა აშშ-ის ღრმა შეშფოთება, რომ მმართველი პარტიის ქმედებები და რიტორიკა საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს, ასევე, აღენიშნა ადამიანის უფლებების პატივისცემისა და ყველასთვის ფუნდამენტური თავისუფლებების მნიშვნელობა. ამასთანავე, მდივნის მოადგილე ზეიამ განმეორებით დაადასტურა აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ვიზიტის პირველ დღეს მოადგილემ შეხვედრები გამართა უფლებადამცველებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან და საქართველოს პრეზიდენტთან.

მდივნის მოადგილე ზეია შეხვედრებს დღეს გააგრძელებს”, – წერს ამერიკის სალეჩო.

იტვირთბა....