ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სტიქია კახეთში – ძლიერმა ქარმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

ძლიერმა ქარმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის მოსახლეობის ნაწილი დააზარალა. ქარმა, რომელიც დაახლოებით ათ წუთს გაგრძელდა, მრავალწლოვანი ხეები და ელ. ენერგიის ბოძები მოგლიჯა, ასევე რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა.

ადგილზე საგანგებო სიტუაციებისა და მერიის შესაბამისი სამსახურები იყო მობილიზებული. მათ ხეებისგან ჩახერგილი გზები გაწმინდეს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ზარალის დათვლა უახლოეს საათებში დაიწყება

იტვირთბა....