ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სილქნეტი აბონენტებს საგანგებო შეტყობინებით აფრთხილებს

კომპანია სილქნეტი თავის აბონენტებს შეტყობინების სახით საყურადღებო ინფორმაციას უგზავნის და აბონენტებს აფრთხილებს:

“კომპანია სილქნეტი მოგმართავთ თხოვნით, თავი შეიკავოთ უცნობი ნომრებიდან შეტყობინებით მიღებული საეჭვო ბმულების გახსნისგან და არ გააზიაროთ თქვენი პირადი მონაცემები“ – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, რამდენიმე დღეა, მოქალაქეებს ეგზავნებათ მოკლე ტექსტური შეტყობინებები თაღლითური სქემით:

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს თავი შეიკავოთ უცხო ნომრებიდან მოკლე ტექსტური შეტყობინებებით მიღებული საეჭვო ბმულების გახსნისგან და მათი პერსონალური მონაცემების გაზიარებისგან.

“გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია უცხო სატელეფონო ნომრებიდან, მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნის ფაქტების თაობაზე, რომლითაც, შეტყობინების გამგზავნი პირები, მონაცემთა სუბიექტებს აწვდიან ინფორმაციას გზავნილის საწყობში მიღებასთან და მისამართის ცვლილების საჭიროებასთან დაკავშირებით. ამასთან, მოკლე ტექსტური შეტყობინებების ბოლოს, მითითებულია ბმული, რომელზე გადასვლის შემთხვევაშიც, მონაცემთა სუბიექტებს სთხოვენ მათი პერსონალური მონაცემების, მათ შორის, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ნომრის და საბანკო ბარათის მონაცემების მითითებას. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ უცხო ნომრებიდან მოკლე ტექსტური შეტყობინებებით მიღებული საეჭვო ბმულების გახსნისგან და თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარებისგან.

განსახილველ შემთხვევაში, რამდენადაც, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში წარმოდგენილ მომართვებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს, ისინი გადაგზავნილ იქნა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, შემდგომი რეაგირებისთვის“ – ნათქვამია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადებაში.

იტვირთბა....