ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ისრაელმა ლიბანის სამხრეთი დაბომბა

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამით ლიბანის სამხრეთზე იერიში მიიტანა. ინფორმაცია ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ტელეგრამ არხზეა გამოქვეყნებული.

„გვიან ღამით, მას შემდეგ, რაც ისრაელის ჩრდილოეთით მდებარე შტულას რაიონში რაკეტა ჩამოვარდა, ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ლიბანის სამხრეთით აიტა აშ-შაბის რაიონში გაანადგურა სატვირთო ავტომობილი, რომელსაც ამ რაკეტის გამშვები დანადგარი გადაჰქონდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ლიბანის სამხრეთში მდებარე რამდენიმე სამხედრო ობიექტი დაბომბა. პარალელურად განადგურდა „ჰეზბოლას“ სათვალთვალო პუნქტი და სამხედრო ინფრასტრუქტურა, რომელიც აგრეთვე ლიბანის სამხრეთით მდებარე რაიონებში რამიესა და ხიამში იყო განთავსებული.

მთელი ღამის განმავლობაში „ცაჰალის“ არტილერიას სამხრეთ ლიბანის რაიონებში საფრთხეების აღმოფხვრის მიზნით ცეცხლი ჰქონდა გახსნილი.

იტვირთბა....