ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“სამწუხაროა, არ პასუხობს ჩვენ მოლოდინს ურთიერთობების გადატვირთვაზე” – კობახიძე აშშ-ს და EU-ს გადაწყვეტილება თავდაცვაში თანხების გამოყოფის შეჩერებაზე

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ისევ სამწუხაროს უწოდებს აშშ-ისა და EU-ს გადაწყვეტილებას თავდაცვაში თანხების გამოყოფის შეჩერებაზე. მთავრობის სხდომაზე მან თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება არ პასუხობს მოლოდინს “ურთიერთობების გადატვირთვაზე”.

“მინდა გამოვეხმაურო აშშ-სა და ევროკავშირის გადაწყვეტილებას, თავდაცვის სფეროში თანხების გამოყოფის შეჩერების თაობაზე. ნუ ეს გადაწყვეტილება არის სამწუხარო, რაც უკვე აღვნიშნე, სამწუხაროა იმდენად, რამდენადაც ის არ პასუხობს ჩვენ მოლოდინის ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით. მე კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ გასული 4 წლის პოლიტიკური მოვლენების ფონზე ამ ურთიერთობებს ნამდვილად სჭირდება გადატვირთვა, ამისთვის ქართული მხარე, ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი სახელმწიფო თავიდან ბოლომდე არის მზად და ვართ შემხვედრი ნაბიჯების მოლოდინში. რა თქმა უნდა, ასეთი გადაწყვეტილებები არის კონტრპროდუქტიული ამ თვალსაზრისით, ურთიერთობების გადატვირთვის თვალსაზრისით, თუმცა მე კვლავაც ვიტოვებ იმედს, რომ მომავალში გადაიდგმება პრაგმატული, რაციონალური, სწორი, სამართლიანი ნაბიჯები და სწორედ ასეთი ნაბიჯები შეუწყობს ხელს ურთიერთობების გადატვირთვას აშშ-სა და საქართველოს შორის, ჩვენ ვართ ამისათვის თავიდან ბოლომდე მზად”, – თქვა კობახიძემ.

იტვირთბა....