ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

Bloomberg: “პუტინთან შეხვედრის და ჩინეთში ვიზიტის შემდეგ ორბანი ტრამპს ფლორიდაში ეწვევა”

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი, დონალდ ტრამპი დღეს, ხუთშაბათს, ფლორიდაში უნგრეთის პრემიერმინისტრს, ვიქტორ ორბანს შეხვდება. ინფორმაციას Bloomberg და TIME ავრცელებენ საკითხის მცოდნე წყაროებზე დაყრდნობით. შეხვედრა მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან ვიზიტიდან კვირაზე ნაკლებ დროში ხდება.

მედია წერს, რომ ვიზიტი სავარაუდოდ გააძლიერებს შეშფოთებას, რომ უნგრეთის ლიდერი მუშაობს როგორც შუამავალი პუტინსა და ტრამპს შორის. ორბანი ამზამად ვაშინგტონშია ნატო-ს სამიტზე, რომლის დასრულების შემდეგაც ის ტრამპთან შესახვედრად წავა მარ-ა-ლაგოში.

მედია იხსენებს, რომ ცოტა ხნის წინ რესპუბლიკელთა ლიდერმა განაცხადა, რომ მას სჯერა, შეუძლია დაარწმუნოს პუტინი, დაასრულოს ომი უკრაინაში და გაათავისუფლოს რუსეთში დაკავებული ამერიკელები, თუ მას მეორე ვადით არჩევენ.

ანონიმური წყარო ამბობს, რომ ტრამპს არ უთხოვია ორბანისთვის საფუძველი ჩაეყარა უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო შეთანხმებისთვის.

პუტინთან შეხვედრის შემდეგ ორბანი ჩინეთში სი ძინ პინს შეხვდა და თქვა, რომ ოფიციალური პეკინი არის “მთავარი ძალა რუსეთ-უკრაინის ომში სამშვიდობო პირობების შექმნაში”.

მედია წერს, რომ კომენტარი საკითხზე დაუყოვნებლივ არც ტრამპის კამპანიის წარმომადგენლებმა და არც უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერებმა არ გააკეთეს.

იტვირთბა....