ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კიევში, კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა 17 წლის გოგონას ცხედარი ამოასვენეს

კიევში შევჩენკოვსკის რაიონში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, რომელსაც 8 ივლისს ოკუპანტებმა დაარტყეს, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები  დასრულდა. ამის შესახებ კიევის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის პრესსამსახური იტყობინება. მაშველებმა ნანგრევებიდან 2006 წელს დაბადებული გოგონას ცხედარი ამოასვენეს.

8 ივლისს მტრის თავდასხმის შედეგად კიევში 33 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 5 ბავშვი, დაშავდა 121, მათ შორის 10 ბავშვი, გადარჩენილია 11 ადამიანი, – ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულია, რომ სამუშაო ადგილზე რჩება თითქმის 100 მაშველი და 8 ერთეული სასწრაფო-სამაშველო ტექნიკა და საინჟინრო ტექნიკა. ამასთან, კიევის პოლიციამ განმარტა, რომ გარდაცვლილი ბავშვების ასაკი 8-დან 17 წლამდე იყო.

სარაკეტო თავდასხმის ბოლო მსხვერპლის, 17 წლის გოგონას ცხედარი ახლა ნანგრევებიდან ამოიღეს, ამ დროისთვის კიევში მტრის თავდასხმის შედეგად დაიღუპა 33 ადამიანი, მათ შორის 8-დან 17 წლამდე 5 ბავშვი, – განაცხადეს სამართალდამცავებმა.

იტვირთბა....