37 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალი, რომელზეც ჯერ ფიზიკურად იძალადეს, შემდეგ კი გააუპატიურეს, უმძიმესი დაზიანებებით კლინიკაში რჩება. სექსუალურ მოძალადეს კი პოლიცია მესამე დღესა, მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს.
არსებული ინფორმაციით, სასტიკ დანაშაულში ეჭვმიტანილი 30 წლამდე მამაკაცია, რომელიც დაზარალებულის მეზობელია.
ირკვევა, რომ ძალადობის მომენტში ქალი სახლში მარტო იმყოფებოდა.
მეზობლების მონაყოლის თანახმად, ირკვევა, რომ სასტიკი ცემისა და სექსუალური ძალადობის შემდეგ ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, მეზობლებმა ის კლინიკაში გადაიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.