ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რუსეთმა კიევში ამჯერად სამშობიარო დაბომბა – არის მსხვერპლი

რუსეთის განმეორებითი თავდასხმა კიევზე – სამიზნე ისევ სამედიცინო დაწესებულება გახდა. დაბომბილია სამშობიარო. უკრაინის ომბუდსმენის, დმიტრო ლუბინეცის ინფორმაციით, ამ დროისათვის ცნობილია 4 დაღუპულისა და სამი დაშავებულის შესახებ.

შეგახსენებთ, აგრესორმა დღეს დილიდან სარაკეტო იერიში მიიტანა უკრაინის დედაქალაქზე და ბავშვთა საავადმყოფო დაბომბა. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 9 და დაშავებულია 35-მდე ადამიანი, თუმცა ნანგრევებში სავარაუდოდ კიდევ არიან ადამიანები და მოსალოდნელია მსხვერპლის რიცხვის გაზრდა.

კიევის გარდა, რუსული რაკეტების სამიზნე გახდა დნიპრო, კრივოი როგი, სლავიანსკი, კრამატორსკი, რასაც 20 ადამიანი ემსხვერპლა. 

იტვირთბა....