მიგვაჩნია, რომ დღეს მთავარი არის ის, რომ მოხდეს მაქსიმალური გაერთიანება ოპოზიციურ ფრონტზე იმიტომ, რომ ივანიშვილმზა 26 ოქტომბრის არჩევნები აქცია ერთგვარ რეფერენდუმად და ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია საერთო ფრონტის შექმნა ივანიშვილის წინააღმდეგ.
[…] როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია გავერთიანდეთ და შევქმნათ საერთო ფრონტი ივანიშვილის წინააღმდეგ – თუ ამას ამ ეტაპზე ვერ ახერხებენ პოლიტიკური პარტიები, მიმაჩნია, ყოველგვარი განსხვავებების გვერდზე გადადების დროა – ჩვენ ეს უნდა მოვახერხოთ ადამიანებთან, რომლებიც აქტიურები არიან ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში.