თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ უეფა-ს მიერ ფეხბურთელ მერიჰ დემირალის დისკვალიფიკაცია თურქი ერის დასჯა იყო. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა გერმანიიდან სამშობლოში დაბრუნებისას ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა.
“დასავლეთის მიდგომა თურქეთის მიმართ, მენტალიტეტის თვალსაზრისით, არ შეცვლილა, განწყობები უცვლელია. სასჯელი, რომელიც მათ დაუწესეს მერიჰ დემირალს, წინასწარ იყო შეთანხმებული. ფაქტობრივად, ეს არის თურქეთის, როგორც ერის დასჯა. საუკეთესო ჯილდო ამისთვის იქნებოდა ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრებთან მატჩში გამარჯვება. სამწუხაროდ, ეს არ მოხდა, მაგრამ წინაა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი და 2028 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი. საუკეთესოდ მომზადების შემთხვევაში, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გვექნება შურისძიების შანსი“, – განაცხადა ერდოღანმა.