ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“მართლმსაჯულების სისტემიდან უნდა მოვხსნათ ის კლანური წნეხი, რომელიც მას გასაქანს არ აძლევს” – პრეზიდენტი

სისტემა უნდა დაინგრეს – სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ სასამართლო “კლანი” ჩამოსაშლელია და მართლმსაჯულების სისტემა გადასახალისებელი.

ძალიან აჩქარებულ ვადებში უნდა მოხდეს მართლმსაჯულების სისტემის გამოსწორება – ამბობს პრეზიდენტი და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დამოუკიდებელი მართლმსაჯულების გარეშე ქვეყანა მხოლოდ არსებობს, მაგრამ არ ცოცხლობს.

“ჩვენ და ჩვენი საზოგადოება ითხოვს, მოვხსნათ მართლმსაჯულების სიტემიდან ის კლანური წნეხი, რომელიც მას არ აძლევს გასაქანს, ამიტომ ვერ ამუშავდა ჩვენთან მართლმსაჯულების სისტემა. ძალიან აჩქარებულ ვადებში უნდა მოხდეს მართლმსაჯულების სისტემის გამოსწორება. ის აუცილებელი გამოსწორება, რომლის გარეშეც ჩვენ ვართ შიშველნი, იმიტომ, რომ თუ არ ხარ შენს ქვეყანაში მართლმსაჯულების მიერ დაცული, მაშინ შენ არ გაგაჩნია არაფერი. არც პირადი ცხოვრება, არც პირადი ცხოვრების დაცვა. არც ეკონომიკა. არც შენი ინვესტიციების დაცვა და ასეთი ქვეყანა არ არის სახელმწიფო. ეს არის რაღაც ქვეყანა, რომელიც არსებობს, მაგრამ არ ცოცხლობს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამ საკითხზე პრეზიდენტმა ქობულეთში ისაუბრა, სადაც ,,მართლმსაჯულების სახლის” დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ეს არის პროექტი, რომელიც ექვსი თვის განმავლობაში “იუესაიდის” დაფინანსებით ხორციელდებოდა. ახალგაზრდებს ასწავლეს, როგორ უნდა გაძლიერდეს მართლმსაჯულება ქვეყანაში და რატომ არის საჭირო სისტემიდან იმ პირების მოხსნა, ვინც თავისუფალი სასამართლოს ჩამოყალიბებას ხელს უშლის. დღეს საქართველოს პრეზიდენტმა თქვა ისიც, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე სამართლებრივი გზით დასჯილ მოქალაქეებს მხარში დაუდგება.

იტვირთბა....