ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულები…” – რა ამნისტიაზე საუბრობს პრეზიდენტი?

საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე სამართლებრივი გზით დასჯილ მოქალაქეებს მხარში დაუდგება. დღეს სალომე ზურაბიშვილმა გაახმოვანა ინფორმაცია, რომ იქნება ამნისტია, რომელიც შეეხება ყველა იმ ადამიანს, რომელიც რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე დააკავეს.

ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ქობულეთში ისაუბრა, სადაც “მართლმსაჯულების სახლის” დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

“ბევრს გველაპარაკებიან გამჭვირვალეობაზე. პირველი მოთხოვნა გამჭვირვალეობის, სწორედ არის ის, რომ ყველანი ვიყოთ დარწმუნებული, თუ ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც არიან მართლმსაჯულების სისტემაში, ვენდოთ მათ და როგორ უნდა ენდო, თუ მათ შესახებ ყველაფერი არ არის გამჭვირვალე? ამიტომ მე ვუერთდები გამჭვირვალეობის თემას, ოღონდ იმ მიმართულებით და იქ, სადაც ნამდვილად გვჭირდება სრული გამჭვირვალეობა. თუ ის ადამიანები, რომლებიც მონაწილეობდნენ რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტში, მათ შეეხებათ ყველას ეს ამნისტია, იმიტომ, რომ ეს არის უსამართლო მოქცევა მათ მიმართ. ეს ადამიანები გამოხატავდნენ მხოლოდ და მხოლოდ თავიანთ შეხედულებას და გამოხატავდნენ თავისუფალ პროტესტს”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

იტვირთბა....