ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გავაგრძელებთ ზრდას და შევეცდებით, რომ მაქსიმალურად კარგი შედეგი დავდოთ მომდევნო ორ თამაშში” – საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი

“გავაგრძელებთ ზრდას და შევეცდებით, რომ მაქსიმალურად კარგი შედეგი დავდოთ მომდევნო ორ თამაშში” – ამის შესახებ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ბექა გორგაძემ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ბორჯღალოსანი ამბობს, რომ სამომავლოდ სტადიონზე ნაკრები საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურს დადებს და საქართველოს გამარჯვებას მოაპოვებინებს.

“შერკინებაში დომინანტურები ვიყავით და კიდევ შევქმენით ამ ყველაფრიდან შესაძლებლობები. გუნდი ახალგაზრდა არის. რამდენიმე ცვლილება იყო, მაგრამ კარგი ის არის, რომ ორი სერიოზული თამაში გველოდება წინ. გავაგრძელებთ ზრდას და შევეცდებით, რომ მაქსიმალურად კარგი შედეგი დავდოთ მომდევნო ორ თამაშში”, – ამბობს ბექა გორგაძე.

რევანში ვერ შედგა – საქართველოს სარაგბო ნაკრები ფიჯისთან დაპირისპირებაში ცხრა ქულით დამარცხდა. კუნძულელებმა სამი ლელოს გატანაა შეძლეს და ჯამურად 21 ქულა დააგროვეს.

თამაში დაძაბული აღმოჩნდა. რიჩარდ კოკერილმა ბორჯღალოსნებს გადახალისებული შემადგენლობა დაუპირისპირა, თუმცა თამაშს ჯარიმების გარეშე არ ჩაუვლია. ფიჯი პირველსავე ბურთზე დაჯარიმდა, რის შემდეგაც თედო აბჟანდაძემ ბურთი დერეფანში გადაიტანა. ერთი მარცხისა და ერთი ფრედ დასრულებული თამაშის შემდეგ, ფიჯის სარაგბო ნაკრებმა ქართველებთან მეექვსე გამარჯვება მოიპოვეს.

იტვირთბა....