“გაუგებარი გადაწყვეტილებაა”, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი საუბრობს და შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოში სწავლება “ღირსეული პარტნიორი 2024”-ის განუსაზღვრელი ვადით შეჩერებას ეხმაურება.
“ჩვენთვის გაუგებარია გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება “ღირსეული პარტნიორის” გაურკვეველი ვადით გადადებას. თუმცა, მეორე მხრივ, ხაზს გავუსვამ იმას, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი სხვადასხვა თანამშრომლობის ფორმატი თავდაცვის სამინისტროს და თავდაცვის დეპარტამენტს შეერთებული შტატებისა, სადაც ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ, ვთანამშრომლობთ და ეს თანამშრომლობა გრძელდება. საერთაშორისო სწავლებები, მათ შორის სწავლებები, რომელშიც მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნების ქვედანაყოფები არის სასარგებლო ღონისძიება როგორც ქართული თავდაცვის ძალებისთვის, ასევე ამერიკის შეიარაღებული ძალებისთვის და ასევე ყველა იმ სახელმწიფოს წარმომადგენლისთვის, რომელიც ამ წვრთნებში მონაწილეობ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაგრძელებთ და ასევე ვემზადებით წვრთნებისთვის, რომელიც დაგეგმილი გვაქვს 2025 წელს…
კიდევ ერთხელ ვიმეორებ – გაუგებარია გადაწყვეტილება ერთი მხრივ, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი ფორმატი, რომელიც არსებობს თავდაცვის დეპარტამენტსა და თავდაცვის სამინისტროს შორის. ამ ფორმატებში თანამშრომლობას ვაგრძელებთ, ვმუშაობთ და ასევე ვემზადებით სხვა საერთაშორისო წვრთნებისადმი, რომელიც დაგეგმილი გვაქვს 2025 წელს”, – თქვა ჩიქოვანმა.