ხულოში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოზარდი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ხევში გადავარდა. ავარიის შედეგად დაშავდა კიდევ ორი ადამიანი. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.