ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გორში სატვირთო ავტომობილი დაიწვა

გორში, სადგურის დასახლებაში სატვირთო ავტომობილი დაიწვა. ცნობილია, რომ ის ერთ-ერთ ბიზნესმენს, მაღაზიათა ქსელ “ჯინის” მფლობელ ვახო აბულაძეს ეკუთვნოდა და პროდუქციით იყო დატვირთული, რომელიც სრულად განადგურდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

“გაუმართავი იყო, გავაკეთებინე წინა დღეებში და ეტყობა მოკლე [ჩართვა იყო]… ექსპერტიზა უნდა ჩაატარონ როგორ გაუჩნდა ცეცხლი.. 15 ათასი ლარის იქნება ზარალი დაახლოებით”, – ამბობს ვახო აბულაძე ჟურნალისტებთან.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებულები.

სატვირთოს აალების შემდეგ, რკინიგზის სადგურის დასახლებაში შსს-მ საპოლიციო კონტროლი გაამკაცრა, კრიმინალური პოლიციის თანამშრომრომლები დასახლებაში მთელო ღამის განმავლობაში პატრულირებდნენ. მიზეზებზე შსს-ში ჯერ არ საუბრიათ.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც, ცეცხლის წაკიდებით, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

იტვირთბა....