ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მენეჯერი დასაქმებულს კონტეინერში კეტავდა” – “ევოლუშენ ჯორჯიას” თანამშრომლები პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ

“ევოლუშენ ჯორჯიას” თანამშრომლები პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს. 12 ივლის 12 საათზე, კომპანიაში დასაქმებულები გაფიცვას გეგმავენ. ისინი ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნასა და ანაზღაურების გაზრდას ითხოვენ.

ამ გადაწყვეტილებამდე ასობით ადამიანი მას შემდეგ მივიდა, რაც სოციალურ ქსელში მათი მენეჯერების დახურული ჩათიდან მიმოწერებმა გაჟონა.

რეალურად, ეს არის სტუდენტების ექსპლუატაციის სივრცე და ეს უნდა გამოასწოროს ამ საზოგადოებამ. ხელფასების გაზრდის მოთხოვნით და ღირსეული სამუშაოს პირობებისთვის, ვაპირებთ და ვაორგანიზებთ უვადო, სრულმასშტაბიან გაფიცვას “ევოლუშენში”. 8500 ადამიანამდეა აქ დასაქმებული, ეს ადამიანები ძირითადად არიან სტუდენტები. ისინი შრომის ბაზარზე არ უნდა იქცნენ ექსპლუატირებულებად”, – ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი. 

დამცირება, შეუარცხყოფა, რასისტული, სექსისტური და დისკრიმინაციული – ასე ახასიათებენ დასაქმებულები სკანდალური წერილების შინაარსს. გავრცელებულ სქრინებში ასევე არის ფიზიკური ძალადობის ამსახველი ფოტოებიც. “ევოლუშენში” მომუშავე ერთ-ერთი პირი “პირველებთან” იმასაც კი ყვება, რომ ერთ-ერთი მენეჯერი დასაქმებულს კონტეინერში კეტავდა.

ბოდი-შეიმინგს ჰქონდა ადგილი. სამწუხაროდ, გოგოებს აბულინგებენ და წერენ, “მათთან რძე რა ღირს?” ასევე იყო ერთ-ერთი ფაქტი, როდესაც დასაქმებულს ერთ-ერთი მენეჯერი კეტავდა კონტეინერში, იმის გამო, რომ არ დაემორჩილა”, – ამბობს “ევოლუშენის” თანამშრომელი. 

კომპანიაში ამტკიცებენ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად ყველაფერს თავად გააკეთებენ, თუმცა დასაქმებულების თქმით, ჯერჯერობით შედეგი არავის დაუნახავს.

იტვირთბა....