ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

რის სანაცვლოდ დათანხმდება პუტინი უკრაინაში ომის დასრულებას – რუსეთის პრეზიდენტი ორბანს კრემლში მასპინძლობს

რუსეთის პრეზიდენტი უნგრეთის პრემიერს კრემლში მასპინძლობს. მოლაპარაკებებში ორი ქვეყნის მეთაურ შორის ამ წუთებში მიმდინარეობს. ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია ავრცელებს.

ცნობილია, რომ ვლადიმერ პუტინი ორბანს უკრაინასთან სამშვიდობო ინიციატივის ნიუანსებს გააცნობს.

თქვენ ალბათ იცით ჩემი გამოსვლის შესახებ მოსკოვში საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან, რომელშიც ჩამოვაყალიბე პოზიცია შესაძლო მშვიდობიანი მოგვარების თაობაზე. მე მზად ვარ, ნიუანსებზე გესაუბროთ. იმედი მაქვს, რომ აღნიშნულთან აკავშირებით თქვენს პოზიციას გაგვაცნობთ და ასევე გაგვაცნობთ ევროპელი პარტნიორების პოზიციას, – უთხრა პუტინმა ორბანს.

ოკუპანქტი ქვეყნის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ორბანი მოსკოვში ჩავიდა, მათ შორის, როგორც ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი.

ცნობილია ასევე, რომ პუტინი და ორბანი თანხმდებიან, რომ უნგრეთი მალე გახდება ერთადერთი ქვეყანა ევროპაში, რომელიც ყველასთან საუბარს შეძლებს.

იტვირთბა....