ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა

აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს 27 ივნისს ეწვევა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები ირაკლი კობახიძესთან, შალვა პაპუაშვილთან და ილია დარჩიაშვილთან.

საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განიხილავენ ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მნიშვნელოვან საკითხებს და რეგიონული თანამშრომლობის საკითხებს. შეხვედრის შემდეგ გაკეთდება განცხადებები პრესასთან.

ვიზიტის ფარგლებში, ჯეიჰუნ ბაირამოვი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს, ასევე, პატივს მიაგებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის მემორიალს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

იტვირთბა....