ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

მიიწვევენ თუ არა საქართველოს პრემიერს NATO-ს სამიტზე? – ირაკლი კობახიძეს აშშ-დან მიპატიჟება ჯერ არ მიუღია

მიიწვევენ თუ არა საქართველოს პრემიერს ნატოს სამიტზე? ირაკლი კობახიძეს შტატებიდან მიპატიჟება ჯერ არ მიუღია. 9 ივლისს ვაშინგტონში პრემიერის მიწვევის შესახებ არაფერს ამბობს არც საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ამის მიუხედავად, ცნობილია, რომ ნატოს სამიტზე საქართველო მიწვეულია და მოწვევებიც უკვე გაგზავნილია, თუმცა ვინ იდგება მსოფლიო ლიდერების გვერდით, ჯერჯერობით უცნობია.

“პირველები” შეეცადა გაერკვია, ნიშნავს თუა რა ეს, რომ საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს ხელისუფლების პირველი პირების იზოლირებას ცდილობენ და ამის შესახებ კითხვა “ოცნების” წევრებს დაუსვა. ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ვის მიიწვევენ საქართველოდან სამიტზე.

აშშ-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მათი ინიციატივით არის საქართველო მიწვეული. ვინმეს მოუვა და ვისაც მოუვა, ის წავა. სხვა ინფრომაცია არ მაქვს, – ამბობს ბექა დავითულიანი.

ამასვე ამტკიცებს ბექა ოდიშარიაც.

მოწვევა ვისზეც მოვა და რაზეც მოვა, არწმუნებული ვარ, ის მიიღებს შესაბამისად მონაწილეობას. არ ვიცი ნატოს ეს სამიტი როგორ იქნება, შეიძლება ტავდავის მინისტრების რანგშ იქნეს წარმოდგენილი, ვიასც აქვს ევროატლანტიკურ მისრწაფება, ისევე,რ გოროც საქართველოს. ამ დროს, როცა არ ხარ ნატოს წევრი, შეიძლება სულაც არ დაესწროს ქვეყნის პირველი პირი, – ამბობს ბექა ოდიშარია.

“ხალხის ძალის” ლიდერი გურამ მაწარაშვილი კი ირწმუნება, რომ მთავარი ამ მიწვევაშ მხოლოდ ის არის, რომ ევროკავშირი, პრაქტიკულად, აღიარებს, რომ საქართველოში ალიანსში გასაწევრიანებლად დიდი ხანია მზად არის.

ვის მიიწვევენ და ვის არ მიიწვენენ, ეს უკვე არის პროტოკოლური საკითხი. მთავარი აქ არის შინაარსი  და შინაარსი არის ის, რომ ჩვენ დიდი ხანია ვიყავით და მზად ვართ ევროკავშირში ა ნატოში გასაწევრიანებლად, მაგრამ ეს უსამართლო სმიდგომები და მათი ორმაგი სტანდარტები, სამწუხაროდ, დღემდე გრძელდება, – ამბობს მაჭარაშვილი.

ოპოზიცია კი ამბობს, რომ იმ ხელისუფლების მეთაური, რომელიც ღიად საბოტირებს ქვეყნის ევრიატლანტიკურ კურსს, მსგავს მნიშვნელოვან ღონისძიებას ვერ დაესწრება.

ის ხელისუფლება, რომელიც, სამწუხაროდ, დღეს ჰყავს საქართველოს, არის ანტიდასავლური, ის საბოტირებს ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანს და ატლანტიკურ არჩევანში, ბუნებრივია, სწორედ ნატოში ინტეგრაცია იგულისხმება  და აქედან გამომდინარეობს სწორედ ის ფაქტი, რომ მთავრობის მეთაური პრემიერ-მინისტრის სახით ვერ დაესწრება ასეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძებას, – ამბობს ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა.

ამავე აზრს იზიარებს “ლელოს” გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე.

მაღალი დონის შეხვედრები აღარ იქნება „ქართულ ოცნებასთან“ , ეს ითქვა ჩვენი დასავსლელი პარტნიორების მხრიდან, ითქვა ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან, ითქვა ევროპული ქვეყნების ლიდერშიფის მხრიდან და სავარაუდოდ, ეს პოზიცია ექნება მათ შორის, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსაც, რომლებიც ცალსახად ხედავენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ ქვეყანას და საგარეო კურსს მიაქანებს რუსეთისკენ, – ამბობს ირაკლი კუპრაძე.

იტვირთბა....