ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

საბერძნეთში 33 წლის ქართველი დააკავეს

საბერძნეთში 33 წლის ქართველი კაცი დააკავეს.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, ახალგაზრდა ქართველი ცნობილ ბერძნულ მაღაზიათა ქსელის ერთ-ერთ ფილიალში შევიდა და 150 ევროს ღირებულების პროდუქტი მოიპარა, ეს შეამჩნია მომუშავე პერსონალმა და სამართალდამცავებს აცნობა. ქართველმა ადგილიდან მიმალვა მოახერხა.

გარკვეული პერიოდის შემდეგ 33 წლის კაცი იმავე მაღაზიათა ქსელის კიდევ ერთ მაღაზიაში შევიდა და შპრიცის მუქარით 360 ევროს ღირებულების პროდუქტი მოიპარა.

ამჯერად, ქართველს მაღაზიის დატოვების შემდეგ სუპერმარკეტის ორი თანამშრომელი დაედევნა და დაიჭირეს. ახალგაზრდა კაცი უახლოეს პოლიციის დეპარტამენტში მიიყვანეს და სამართალდამცავებს ჩააბარეს.

იტვირთბა....