ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ოცნების ლიდერების გადაწყვეტილებები და რიტორიკა ძალიან გვაწუხებს”– ო’ბრაიენი

“ოცნების” ლიდერების გადაწყვეტილებები და რიტორიკა ძალიან გვაწუხებს… მოსახლეობის 85%-ს EU-სა და NATO-ში ინტეგრაცია სურს”, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენი საუბრობს. მის განცხადებას ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ ავრცელებს.

“საქართველო და ყველა პარტნიორი ქვეყანა მოწვეული იქნება NATO-ს პარტნიორობის მომავალ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად. ჩვენ ძალიან გვაწუხებს “ქართული ოცნების” ძალიან მცირე რაოდენობის ლიდერის გადაწყვეტილებები და რიტორიკა. ნათელია, რომ საქართველოს მოსახლეობის 85%-ს ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაცია სურს”, – განაცხადა ო’ბრაიენმა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ და მისმა პრემიერმინისტრმა ახლახან თქვეს, რომ მათი ქმედებები ქვეყნის მომავალს ამ გზიდან არ ჩამოაშორებს და აშშ-ს სურს “მკაფიოდ თქვას”, რომ მათი ეს ქმედებები, მათ შორის “ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ძალადობა, “უცხოური გავლენის შესახებ” კანონი”, საფრთხეში აგდებს იმას, რაც ქართველ ხალხს სურს და ეს ქვეყნის დასავლეთში ინტეგრაციაა.

ო’ბრაიენი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობასთან ამ საკითხზე მსჯელობას გააგრძელებენ.

იტვირთბა....