ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე 13 ხიდის მშენებლობა იგეგმება

ძირულა-მოლითის 25 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს გზები“ ავრცელებს.

მოლითი-ჩუმათელეთის საგზაო მონაკვეთი, ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის 50 კმ-იანი საავტომობილო გზის ნაწილია, რომლის პირველი, ძირულა-მოლითის 25 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 13 ხიდის მშენებლობაც.

საავტომობილო გზის ეს მონაკვეთი ხარაგაულის მუნიციპალიტეტს აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალთან აკავშირებს. გზა მიუყვება მდინარეებს ჩხერიმელას, ძირულას და ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის რკინიგზის ხაზს.

მონაკვეთის სიგრძე 25 კმ-ია. მისი მშენებლობა 2023 წელს დაიწყო და 2025 წელს დასრულდება.

პროექტი დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის მიერ.

იტვირთბა....