ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დაღესტანში დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა, ლიკვიდირებულია 5 თავდამსხმელი

ბოლო მონაცემებით დაღესტანში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულია 20 ადამიანი, აქედან 15 სამართალდამცავი და 5 მშვიდობიანი მაცხოვრებელი.

დაღუპულთა შორის არის მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირი და ეკლესიის დაცვის თანამშრომელი.

ოფიციალური მონაცემებით ლიკვიდირებულია 5 თავდამსხმელი, თუმცა დაღესტნის რესპუბლიკის მეთაურის, სერგეი მელიკოვის თქმით, მოკლულია 6 ტერორისტი.

ტერაქტის შედეგად ასევე დაშავებულია 22 ადამიანი.

იტვირთბა....