ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ყველაზე ბედნიერი ქალაქების რეიტინგში თბილისი 241-ე ადგილზეა – TOP 10 ყველაზე ბედნიერი ქალაქი

Institute for quality of life-მა ყველაზე ბედნიერი ქალაქების 2024 წლის მონაცემები განაახლა. აღსანიშნავია, რომ რეიტინგში ჯამში 250 ქალაქია წარმოდგენილი. კვლევის ავტორებმა აღნიშნული ქალაქები სამ კატეგორიად დაყვეს: „ოქროს უბედნიერესი ქალაქები“ (რეიტინგში 1-37 ადგილები), „ვერცხლის ქალაქები“ (38-100) და „ბრინჯაოს ქალაქები“ (101-250).

რეიტინგში პირველი 37 ადგილი დაიკავეს ისეთმა ქალაქებმა, სადაც განათლების დონე, გარემოს დაცვა, მწვანე ზონებზე ხელმისაწვდომობა, ინოვაციები, ინკლუზიური პოლიტიკა, ეკონომიკა და სხვა ასპექტები, პირდაპირ დადებით გავლენას ახდენს მოქალაქეების ცხოვრების ხარისხზე.

აღნიშნული ჯგუფში პირველი 10 ადგილი შემდეგმა ქალაქებმა გაინაწილეს:

  • ორჰუსი, დანია
  • ციურიხი, შვეიცარია
  • ბერლინი, გერმანია
  • გეტებორგი, შვედეთი
  • ამსტერდამი, ნიდერლანდები
  • ჰელსინკი, ფინეთი
  • ბრისტოლი, გაერთიანებული სამეფო
  • კოპენჰაგენი, დანია
  • ჟენევა, შვეიცარია
  • მიუნხენი, გერმანია

რაც შეეხება საქართველოს, 250 ქალაქს შორის მოხვდა მხოლოდ თბილისი. კერძოდ, აღნიშნულ რეიტინგში დედაქალაქმა 241-ე ადგილი დაიკავა, რითაც ბედნიერი ქალაქების რეიტინგში „ბრინჯაოს“ ჯგუფს მიეკუთვნა.

რაც შეეხება რეგიონის მაჩვენებლებს, ყველაზე ბედნიერი ქალაქების რეიტინგში აზერბაიჯანისა და სომხეთის ვერც ერთი ქალაქი ვერ მოხვდა. თურქეთიდან წარმოდგენილია სამი ქალაქი: სტამბული (197-ე ადგილი), იზმირი (222-ე) და ანტალია (246-ე). რეიტინგში რუსეთიდან მოხვდა სანქტ-პეტერბურგი, რომელმაც 245-ე ადგილი დაიკავა.

იტვირთბა....