ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“გირჩი-მეტი თავისუფლება” ALDE-ს სრულუფლებიანი, “დროა” კი აფილირებული წევრი გახდა

პარტია “გირჩი-მეტი თავისუფლება” ევროკავშირის ერთ-ერთ მსხვილი ფრაქციის, ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი ევროპისთვის (ALDE) სრულუფლებიანი, “დროა” კი აფილირებული წევრი გახდა. ამის შესახებ ALDE სოციალურ ქსელში წერს.

“გირჩი – მეტი თავისუფლება” საქართველოდან ახლახან გადავიდა ALDEParty-ის შვილობილიდან სრულ წევრობაზე! გილოცავთ.

[…]

“დროა” საქართველოდან ახლახან გახდა ALDEParty-ის ახალი აფილირებული წევრი! გილოცავთ,” – წერია განცხადებებში. 

შეგახსენებთ, რომ “გირჩი – მეტი თავისუფლება” ALDE-ს აფილირებული წევრი 2022 წელს გახდა.

იტვირთბა....