“ჰეზბოლასთან“ ომის შემთხვევაში აშშ ისრაელს სრულ მხარდაჭერას ჰპირდება, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
CNN-ის ცნობით, დაპირება ვაშინგტონში, ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ ცაჰი ჰანეგბის, ისრაელის სტრატეგიულ საქმეთა მინისტრ რონ დერმერს, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველ ჯეიკ სალივანსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შორის შეხვედრების დროს გაიცა.
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირებმა CNN-ს განუცხადეს, რომ უსაფრთხოების მხარდასაჭერად აშშ ისრაელს საჭირო დახმარებას აღმოუჩენს, მაგრამ ისრაელის ტერიტორიაზე ამერიკელი ჯარისკაცების განთავსება არ განიხილება.