ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდება

საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს ევროპის ჩემპიონატზე მეორე შეხვედრას გამართავს. ქალაქ ჰამბურგში ქართველების მეტოქე ჩეხეთის გუნდი იქნება.

ორივე გუნდი ტურნირის პირველ წრეში დამარცხდა – საქართველო თურქეთთან (1:3), ჩეხეთი კი პორტუგალიასთან (1:2). თამაში თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

ტრავმის გამო „ჯვაროსნებს“ კვლავ ვერ დაეხმარება ოთარ კიტეიშვილი.

იტვირთბა....