“საქართველოს გზა ევროპისკენ “ქართული კოშმარის” მიერაა დაბლოკილი”, – ამის შესახებ ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი X-ზე წერს.
“შთამაგონებელი შეხვედრა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან – სრული მხარდაჭერა სომხეთის ევროპულ გზას სპიკერ ვიქტორია ჩმილიტე-ნილსონთან შეხვედრაზე. იმავე დღეს სეიმში მთელი გულით მივესალმეთ ლიბერალურ ოპოზიციას საქართველოდან, რომლის გზა ევროპისკენ “ქართული კოშმარის” მიერაა დაბლოკილი”, – დაწერა პავილიონისმა.

