მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, ხელი მოაწერა განკარგულებას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე. მოლაპარაკებებს დელეგაცია, ლუქსემბურგში, მომავალ კვირას გახსნის.
“დღეს ხელი მოვაწერე განკარგულებას მოლდოვას EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. EU-ის წევრობა ჩვენი გზაა მშვიდობის, კეთილდღეობისა და ყველა მოქალაქისთვის უკეთესი ცხოვრებისკენ.
წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს დელეგაციას, რადგან ისინი ოფიციალურად დაიწყებენ მოლაპარაკებებს ლუქსემბურგში მომავალ კვირას”, – წერს სანდუ.