“რატომ არ არის ქართველი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი უკრაინის სანქციების სიაში? ის სრულად უჭერს მხარს რუსულ რიტორიკას და უკვე იგივეს ლაპარაკობს, რასაც პუტინი”– აღნიშნავს უკრაინის რადას დეპუტატი ალექსი გონჩარენკო, რომელიც ივანიშვილის უკრაინული სანქციების სიაში შეყვანას ითხოვს.
გონჩარენკომ უკრაინის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ “ოცნების” რიტორიკა რუსულს დაემგავსა.
შეგახსენებთ, უკრაინას უკვე დასანქცირებული ჰყავს ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი, რძალი ქეთევან ხარაიძე, დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტატე მამაცაშვილი.

