დიდი ბრიტანეთი “ოცნების” ლიდერების წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე მსჯელობას არ გამოირიცხავს. ამის შესახებ საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა პირველების კითხვის საპასუხიდ განაცხადა.
მარკ კლეიტონი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა იმოქმედოს ხალხის ნების კარნახით.
“უნდა კითხოთ ჩემს ევროპელ კოლეგებს, რას გადაწყვეტენ. რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიოა. 30 წლის განმავლობაში ბრიტანეთი იდგა საქართველოს გვერდით, მისი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით. სუვერენიტეტი ჩემთვის არის, როდესაც ქვეყანა მის არსებით არჩევანს განსაზღვრავს. ქართველ ხალხს უნდა ევროკავშირს შეუერთდეს, ეს თქვენი მიზანია, ეს კონსტიტუციაშია, დიდი ბრიტანეთი ამის მიღმაა, რადგან ეს თქვენი სუვენერული არჩევანია”, – განაცხადა ელჩმა.

