ისტორიაში პირველად საქართველო უდიდესი საფეხბურთო ტურნირის Euro 2024- ის მონაწილეა. პირველი სადებიუტო მატჩი 18 ივნისს საქართველო – თურქეთის წინააღმდეგ, თურქეთის გამარჯვებით 3:1 დასრულდა. სადებიუტო თამაშში ქართველმა ფეხბურთელებმა მრავალი საგოლე მომენტი შექმნეს და მსოფლიოს ანახეს თუ როგორი შემართებით არიან წლევანდელ ევროპის ჩემპიონატზე.
ქართველი გულშემატკივრისთვის ყველაზე ემოციური მომენტი მატჩის დაწყების წინ, უამრავი მაყურებლის წინაშე საქართველოს დროშის აფრიალება და ჰიმნის მოსმენა იყო, რომელსაც ათიათასობით ადამიანი მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ადევნებდა თვალს. ვიდეო იხილეთ აქ.
საქართველოს პირველი ისტორიული გოლის შემოქმედი 24 წლის გიორგი მიქაუტაძეა, რომელმაც მოახერხა და ქართველ გულშემატკივარს ულამაზესი წუთები და გოლის გატანის ემოცია აჩუქა.
მიუხედავად იმისა, რომ თამაში მართლაც დაძაბული იყო და ორივე გუნდი გამარჯვებისთვის თავდადებით იბრძოდა, იღბალი მაინც თურქეთის მხარეს იყო. ქართველების არაერთი შეტევა და საგოლე მომენტი, სამწუხაროდ არ აღმოჩნდა საკმარისი ანგარიშის ჩვენ სასიკეთოდ შემოსატრიალებლად და ჩვენი ნაკრების საგოლე მომენტები, განსაკუთრებით მატჩის ბოლო წუთებში წარუმატებელი აღმოჩნდა.
თამაშის დასრულების შემდეგ, გუნდის შეკრულობასა და ერთსულოვნებაზე ლაპარაკობდა ყველა, ვინც ამ ისტორიულ მატჩს უყურა, უცხოურ გამოცემების გვერდებზე შეხვდებიდით სტატიებს, არაერთი ცნობილი სპორტის მიმომხილველის შეფასებებსა და ხალხის კომენტარებს. “უეფას” პოსტების კომენტარებში დაიწერა ისეთ შეფასებები, როგორიცაა – ტურნირის საუკეთესო მატჩი, საუკეთესო დებიუტი და ა.შ. ასე რომ, ამ საკმაოდ დაძაბული მატჩის უმნიშვნელოვანესი მომენტები უკვე ისტორიის ნაწილია.
საქართველოს წინ კიდევ ორი თამაში ელოდება, ჩვენი მომდევნო მეტოქეები პორტუგალიისა და ჩეხეთის გუნდები იქნებიან. “მეტრონომი” Euro 2024- ფარგლებში წარმოგიდგენთ არაერთ დასამახსოვრებელ მომენტსა და პირდაპირ ჩართვებს საქართველოს თამაშებიდან.
საქართველო – თურქეთის მატჩის პირდაპირი ჩართვა.