მთავარი

პოლიციამ ბათუმში ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, 2000 წელს დაბადებული გ.მ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 17 ივნისს, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში მყოფ მოლარე-ოპერატორს იარაღის მუქარით თანხა მოსთხოვა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ გ.მ. ბრალდებულის სახით დააკავა“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....