ახალი ამბები

ბოკუჩავა აშშ-ს სანქციებზე: “ეს პირველი ტალღაა, რომელსაც ფინანსური სანქციებიც მოჰყვება”

სანქციების მხოლოდ პირველი ტალღაა, რომელსაც ფინანსური სანქციებიც აუცილებლად მოჰყვება. რა თქმა უნდა, ისინი [ქართული ოცნების წევრები] ამ ინფორმაციას უარყოფენ, იმისთვის, რომ საზოგადოების თვალში იმიჯი შეინარჩუნონ, რომ თითქოს, აშშ თავის სიტყვას არ ასრულებს.

ამბობს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა. საქართველოში აშშ-ს ელჩმა, რობინ დანიგანმა სანქციებზე თქვა, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც ვიზა აქვთ, ეცნობათ, რომ მათი ვიზა ვალიდური აღარ არის – ხოლო მათ კი, ვისაც ვიზა არ აქვთ, მას ვეღარ მიიღებენ.

აშშ-მ 6 ივნისს სავიზო სანქციები დაუწესა რეჟიმის 20-30 წარმომადგენელს, მათ შორის, ქართული ოცნების წევრებს, დეპუტატებს, სამართალდამცველებსა და მათი ოჯახის წევრებს.

იტვირთბა....