რუსეთი ებრძვის იმპერიალისტურ პოლიტიკას, რომელსაც შეერთებული შტატები ათწლეულების განმავლობაში აწარმოებს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან გაფართოებულ ფორმატში მიმდინარე შეხვედრაზე განაცხადა.
„ვგულისხმობ ჩვენს ბრძოლას ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე ჰეგემონური პოლიტიკის წინააღმდეგ, აშშ-ისა და მისი თანამგზავრების მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული იმპერიალისტური პოლიტიკის წინააღმდეგ “, – აღნიშნა პუტინმა.
მან მადლობა გადაუხადა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს რუსეთის პოლიტიკის მხარდაჭერისთვის, მათ შორის უკრაინასთან დაკავშირებით.
პუტინის მტკიცებით, ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის ურთიერთობა თანასწორუფლებიანობასა და ურთიერთპატივისცემაზეა დაფუძნებული.
„ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა ეფუძნება თანასწორუფლებიანობისა და ერთმანეთის ინტერესების ურთიერთპატივისცემის პრინციპებს“, – რუსეთის პრეზიდენტმა.