ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

„საფრანგეთიც ცდილობს წვდომა მიიღოს უკრაინის იშვიათი წიაღისეულის საბადოებზე“ – საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ France Info-სთან ინტერვიუში საფრანგეთ-უკრაინის მოლაპარაკებების შესახებ ისაუბრა.

ლეკორნუს თქმით, „საფრანგეთიც ცდილობს წვდომა მიიღოს უკრაინის იშვიათი წიაღისეულის საბადოებზე, ამის თემაზე მოლაპარაკებები უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს…

ჩვენ ამ საკითხზე ვსაუბრობთ საფრანგეთის საჭიროებების გამო. ჩვენ თავდაცვის ინდუსტრიას მომავალ წლებში საჭირო მასალებზე წვდომა დასჭირდება…

ჩვენ არ ვეძებთ ასანაზღაურებელ გარიგებას, მაგრამ ჩვენს თავდაცვის სექტორს მომავალში დასჭირდება გარკვეული სახის ნედლი მასალები, რომლებიც აბსოლუტურად კრიტიკულია ჩვენი იარაღის სისტემებისთვის… მომდევნო 30 ან 40 წლის განმავლობაში.“

შეგახსენებთ, უკრაინის წიაღისეულის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები უკრაინასა და აშშ-ს შორის.

მოლაპარაკებების პირველი ნაწილი არ შედგა იმიტომ, რომ ზელენკის თქმით, შეთანხმება არ ითვალისწინებდა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს.

ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ შეთანხმება მიღწეულია და ზელენკის ვაშინგტონში ელოდება.

იტვირთბა....