საზოგადოება

2024 წლის I კვარტალში, წინა წელთან შედარებით, მშპ 8.4%-ით გაიზარდა – საქსტატის წინასწარი მონაცემები

2024 წლის I კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მოცულობა მიმდინარე ფასებში 18 913.2 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8.4 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2024 წლის I კვარტალის წინასწარ მონაცემებში ვკითხულობთ.

საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის I კვარტალში ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (18.8 პროცენტი), განათლება (29.1 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა, სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (13.0 პროცენტი), მშენებლობა (10.3 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (12.2 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (9.7 პროცენტი).

ხოლო კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (-11.6 პროცენტი), სხვა სახის მომსახურება (-11.2 პროცენტი), სამთო-მოპოვებითი მრეწველობა (-1.8 პროცენტი).

როგორც საქსტატში აცხადებენ, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (13.5 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (11.1 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს დამმუშავებელი მრეწველობა (9.2 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (8.3 პროცენტი), მშენებლობა (7.5 პროცენტი), განათლება (6.6 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (6.0 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (5.9 პროცენტი).

საქსტატში აღნიშნავენ, რომ დაზუსტებული მონაცემები გამოქვეყნდება 2024 წლის 15 ნოემბერს.

იტვირთბა....