ახალი ამბები

20 ივნისს პარლამენტში ანტი-ლგბტ კანონის საკომიტეტო მოსმენები დაიწყება

20 ივნისს საქართველოს პარლამენტი ლგბტ უფლებების შემზღუდველი “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვნების დაცვის შესახებ” კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენებს იწყებს. 09:00 საათზე განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დაიწყება, 10:00 საათზე კი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 4 ივნისს ლგბტ უფლებების შემზღუდველი “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანების დაცვის შესახებ” კანონის პაკეტი წარადგინა და დაასახელა 8 საკითხი, რომელიც მოწესრიგებული იქნება აღნიშნული 19 კანონის მეშვეობით.

იტვირთბა....