დღეს, 18 ივნისს საქართველოს ეროვნული ნაკრები ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე თავის პირველ მატჩს გამართავს თურქეთის წინააღმდეგ. ეს ისტორიული მატჩი დავით ყიფიანის დაბადების დღეს, 18 ივნისს დაემთხვა.
ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი ფეხბურთელი. საქართველოს სპორტული საზოგადოების, სპორტული ჟურნალისტების, საფეხბურთო სპეციალისტებისა და ფეხბურთის გულშემატკივრების საყოველთაო აღიარებით — თბილისის „დინამოს“, ქართული ფეხბურთისა და ზოგადად, ქართული სპორტის ისტორიაში დღემდე ერთ-ერთ ყველაზე უფრო გამორჩეულ ფიგურად რჩება. როგორც ფეხბურთელი სარგებლობდა განსაკუთრებული საერთო-სახალხო სიყვარულითა და პოპულარობით.