ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მოსკოვში საოკუპაციო ბატალიონ “არბატის” შემქმნელი, “ტიტუშკების” კოორდინატორი არმენ სარქსიანი ააფეთქეს – უკრაინას მასზე საერთაშორისო ძებნა ჰქონდა გამოცხადებული

მოსკოვში, ერთ-ერთ ელიტარულ საცხოვრებელ კომპლექსში  დღეს დილით აფეთქება მოხდა, რომლის სამიზნეც ბატალიონ “არბატის” შემქმნელი და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი არმენ სარქისიანი იყო. მასთან ერთად დაიღუპა მისი ერთ-ერთი მცველიც.

აფეთქება საცხოვრებელი კომპლექსის ერთ-ერთი შესასვლელის ფოიეში მოხდა, საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე ერთდროულად სამი მუხლით აღძრა: ორი ან მეტი პირის მკვლელობის მცდელობა, სახიფათო საშუალებით მკვლელობა და იარაღის უკანონო ვაჭრობა.

არმენ სარქსიანი ასევე ცნობილია როგორც არმენ გორლოვსკი. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მას მოიხსენიებდა, როგორც კრიმინალური ავტორიტეტს რუსეთში გაქცეული ვიქტორ იანუკოვიჩის გარემოცვიდან.

უკრაინის უშიშროების სამსახურის ცნობით, 2014 წლის მაისიდან სარქსიანი საერთაშორისო ძებნაში იმყოფება, კიევის ცენტრში მკვლელობების ორგანიზების ბრალდებით. 2015 წლიდან ის ასევე არის “მიროტვორეცის” მონაცემთა ბაზაში, სადაც აღნიშნულია რომ სარქსიანის ქმედებებმა “შელახა უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა” და იყო არალეგალური შეიარაღებული დაჯგუფებების წევრი.

სარქისიანი 1978 წელს ერევანში დაიბადა და მოგვიანებით საცხოვრებლად უკრაინაში, გორლოვკაში გადავიდა, სადაც საკუთარი ბიზნესი გახსნა. ადგილობრივი მედია წერდა, რომ ის კრიმინალურ წრეებთან იყო დაკავშირებული და მეტსახელად „გორლოვსკი“ ჰქონდა. უკრაინის ხელისუფლება სარქისიანს “ტიტუშკების” კოორდინაციაში სდებდა ბრალს, რომლებიც 2014 წლის ევრომაიდანის მხარდამჭერებს დაესხნენ თავს. უკრაინული გამოძიება თვლის, რომ სარქსიანი მონაწილეობდა გაზეთ „ვესტის“ ჟურნალისტის ვიაჩესლავ ვერემიის მკვლელობაში. 2014 წლის 19 თებერვალს ღამით, ის ტაქსიდან გადმოიყვანეს და მუცელში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ეს გააკეთა „ტიტუშკიმ“, რომელსაც კოორდინაციას გორლოვკელი ბიზნესმენი უწევდა.

სარქსიანმა პოპულარობა 2022 წელს “არბატის” ბატალიონის შექმნის შემდეგ მოიპოვა. 2024 წლის შემოდგომაზე, სომხეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მათ აღკვეთეს ქვეყანაში გადატრიალების მცდელობა, რომელში მონაწილეობის მისაღებადაც მოსახლეობის “დავერბოვკებას” სწორედ “არბატის” წევრები ახდენდნენ.

2024 წლის ზამთარში ტელეგრამარხებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ სარქსიანის ქალიშვილს საგზაო შემთხვევისას ჩეჩენ MMA მებრძოლთან რასულ ოჩაევთან კონფლიქტი მოუვიდა, რომელიც მოსკოვის ცენტრში სროლით დასრულდა.

იტვირთბა....