ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა X-ზე საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებსა და დაკავებებს ეხმიანება.
“საქართველოს მმართველი პარტიის სასტიკი ძალადობა, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში გამძაფრდა, მიუღებელია. ეს კიდევ ერთი მაგალითია, “ქართული ოცნების” მცდელობებისა, რომ დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა და დემოკრატიული ოპოზიცია გაანადგუროს და ხალხი სასტიკად ჩაახშოს”– წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა X-ზე.