ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“USAID-ი მედიაორგანიზაციებს ფულს უხდიდა საკუთარი პროპაგანდის გასავრცელებლად” – ილონ მასკი

ამერიკელი მილიარდერი, აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი აცხადებს, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) მედიაორგანიზაციებს ფულს უხდიდა საკუთარი პროპაგანდის გასავრცელებლად.

„USAID მედიაორგანიზაციებს ფულს უხდიდა საკუთარი პროპაგანდის გასავრცელებლად“, – წერს მასკი სოციალურ ქსელში და აზიარებს მაიკ ბენცის პოსტს.

ბენცი, თავის მხრივ, აქვეყნებს ფოტოებს, სადაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მოთხოვნების ერთ-ერთ პუნქტში წერია, რომ მედიაორგანიზაციები უნდა დათანხმდნენ სტრატეგიული დუმილის პოლიტიკას.

„რატომ აძლევდა USAID-ი მედიაორგანიზაციებს ინსტრუქციას მსოფლიოს გარშემო, რომ დათანხმებოდნენ „სტრატეგიული დუმილის პოლიტიკას“ სოციალური მედიის ნარატივების კოლექტიური ცენზურისთვის?“, – წერს მაიკ ბენცი.

იტვირთბა....