ახალი ამბები

დღის ბოლომდე გვექნება კონკრეტული ინფორმაცია, რა დროში დასრულდება სამუშაოები | GWP

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ამტკიცებს, რომ სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად მეწყრული მიწის ფერის მოხსნის სამუშაოები დაგეგმილთან შედარებით 12 საათით ადრე დაიწყეს.

კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, როდის დასრულდება სამუშაოები, ინფორმაცია დღის ბოლოს ექნებათ:

“უფრო მეტ დეტალი გვეცოდინება მას შემდეგ, რაც გარკვეული პერიოდი გავა. კერძოდ,  დღეს დღის ბოლომდე გვექნება კონკრეტული ინფორმაცია, რა დროშიც სამუშაოები დასრულდება და მოვახდენთ მილსადენის სრულად აღდგენას” აცადებს კომპანიის წარმომადეგენლი.

“სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად მეწყრული მიწის ფერის მოხსნის სამუშაოები გუშინ, 17 ივნისს, ღამის 23:00 საათზე დაიწყო
მიმდინარეობს მეწყრული ფერდობის დატერასება, რის შემდეგაც ლოკალურად შეკეთდება ქსელის დაზიანებული მონაკვეთი
ადგილზე 24 საათიან უწყვეტ რეჟიმში მუშაობს 6 ერთეული მძიმე ტექნიკა.ეს არის ამ დროისთვის მაქსიმალური რაოდენობა რისი განთავსებაც შესაძლებელია სამუშაო  ტერიტორიაზე
დასამუშავებელი მიწის არეალის გაფართოვებასთან ერთად, დღის განმავლობაში ეტაპობრივად დაემატება მძიმე ტექნიკა
სამუშაოების მიმდინარეობისა და ხანგრძლივობის შესახებ კომპანია ინფორმაციას დამატებით, დღის განმავლობაში პერმანენტულად გაავრცელებს” აცხადებს GWP.

შეგახსენებთ, მესამე დღეა დედაქალაქის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს წყალი არ მიეწოდება. რამდენიმე დღის განმავლობაში, თბილისის სხვადასხვა რაიონებს წყალი გრაფიკით ექნებათ. ნაწილს კი, სასმელ წყალს რეზერვუარებით მიაწვდიან. დედაქალაქის გარდა, მესამე დღეა წყალი არ აქვს  მცხეთას  და სოფელ წიწამურს.

თბილისის მერია კი აცხადებს, რომ დაზიანებული მაგისტრალის აღდგენის სამუშაოები, არსებული გეგმით, არაუგვიანეს 1 კვირაში დასრულდება.

მოსახლეობისთვის მოქმედებს გრაფიკი.

იტვირთბა....