ახალი ამბები

ანტირუსულ აქციებში მონაწილეების მიმართ სასამართლო ჯარიმების საერთო ოდენობა 150 000 ლარს აჭარბებს – არასამთავრობოები

12 ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია აგრძელებს აპრილი-მაისის პერიოდში, რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაკავებული, დაზარალებული და დაჯარიმებული პირების უფლებების დაცვას.

ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ 10 ივნისის მდგომარეობით, ქსელი სამართლებრივ დახმარებას უწევს 375 პირს. აქედან:

  • წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებიან 216 პირს;
  • შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევას – 61-ს;
  • სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვას/ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობას – 8-ს;

გარდა ამისა, სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ქსელი სამართლებრივ დახმარებას უწევს 90 პირს (დაზარალებულებს, მოწმეებს, ბრალდებულებს).

ორგანიზაციების ცნობით, ამ დროისთვის, სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, დაზარალებულად ცნობილია მხოლოდ 9 ადამიანი. (მათ შორის ვის ინტერესებსაც იცავენ)

პირველი ინსტანციის სასამართლოში დასრულებული საქმეების ფარგლებში ჯარიმების საერთო რაოდენობა უკვე აღემატება 150 000 ლარს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ დროისთვის განხილული საქმეებიდან 90%-ზე მეტ შემთხვევაში სასამართლოს მიერ სახდელის სახით გამოყენებულია ჯარიმა.

რაც შეეხება სხვა შედეგებს:

 

იტვირთბა....