ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სალომე ზურაბიშვილი გამოიყურებოდა, როგორც თანასწორი თანასწორთა შორის” – ნიკა გვარამია

სალომე ზურაბიშვილი გამოიყურებოდა, როგორც თანასწორი თანასწორთა შორის – ამის შესახებ პარტია “ახალის” თანათავმჯდომარემ, ნიკა გვარამიამ განაცხადა. მან საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი შეაფასა შვეიცარიაში გამართულ უკრაინის მშვიდობის სამიტზე.

“სალომე ზურაბიშვილი გამოიყურებოდა, როგორც თანასწორი თანასწორთა შორის, ძალიან მნიშვნელოვან, სახელმწიფო მეთაურების სამიტზე. მე არ მახსენდება ბოლოს საქართველოს ხელისუფლება როდის გამოიყურებოდა ასე, როდის იდგა ცენტრში ფოტოს გადაღების დროს, როდის შეხვდა ამდენი უმნიშვნელოვანესი და უმაღლესი თანამდებობის პირი ევროკავშირის და არამხოლოდ, საქართველოს პრეზიდენტს და საერთოდ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელს. არ მახსოვს არა ასეთი რამ არ მომხდარა უკრაინის ომის შემდეგ იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებას, ხალხისგან განსხვავებით, სრულიად მკაფიო პოზიცია აქვს უკრაინასთან დაკავშირებით, იგი მხარს უჭერს რუსეთს. კალაძის თავდასხმა საერთაშორისო სამიტზე, საერთაშორისო თანამეგობრობაზე და თუნდაც პრეზიდენტ, ზურაბიშვილზე გამოიყურება ძალიან სასაცილოდ” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

იტვირთბა....