ახალი ამბები

საქართველოს სოფლებში მცხოვრებთა რიცხვი ყოველწლიურად იკლებს – საგანგაშო სტატისტიკა

საქართველოში სოფლის მოსახლეობის რიცხოვნობა ყოველწლიურად იკლებს. 2020 წლის დასაწყისში სოფლად 1 522 400 ადამიანი ცხოვრობდა, 2024 წლის დასაწყისში კი მათი რიცხვი 1 440 400-მდე შემცირდა. მცირედით, თუმცა კლებაა ქვეყნის მოსახლეობაში სოფლის მოსახლეობის წილის კუთხითაც. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს სოფლად მცხოვრებთა წილი 41% იყო, 2024 წელს კი 39%-ია.

ამასთან, აღსანიშნია, რომ თითქმის ყოველწლიურად მატულობს დედაქალაქ თბილისში მცხოვრებთა რიცხვი. 2024 წლის მონაცემებით, მათი რაოდენობა 1 258 500-ია, 2023 წელს – 1 241 700 იყო, 2022 წელს – 1 201 800.

ცნობისთვის, 2024 წლის დასაწყისის მონაცემებით, საქართველოში 3 694 600 ადამიანი ცხოვრობს, 2023 წელს კი – 3 736 400 იყო.

წყარო: bm.ge

იტვირთბა....