ახალი ამბები

უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონი“ რუსეთმა „ტერორისტულ ორგანიზაციად“ გამოაცხადა

უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონი“ რუსეთმა „ტერორისტულ ორგანიზაციად“ გამოაცხადა – რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადება დღეს 14 ივნისს, კრემლის მიერ კონტროლირებულმა სააგენტოებმა გაავრცელეს.

ოფიციალურ განცხადებაში ისიც წერია, რომ „ქართული ლეგიონი“ 2014 წელს შეიქმნა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს „პატრონაჟით“ და დღეს წარმოადგენს „ეროვნული ნიშნით დაკომპლექტებულ ყველაზე მსხვილ შეიარაღებულ ფორმირებას“, რომლის წევრები უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ერთად მონაწილეობენ საბრძოლო მოქმედებებში და კავშირი აქვთ რუსეთის ტერიტორიაზე „დივერსიულ-ტერორისტული აქტების ორგანიზებასთან, რუსი სამხედროების წამებასთან და მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობასთან”

„ეს ნიშნავს ჩვენს ეფექტურ მუშაობას, რასაც ასევე გავაგრძელებთ და ქართული ლეგიონი დღეს აუცილებლად აღნიშნავს რუსეთში ტერორისტულ სიაში შეყვანას”, – უთხრა “რადიო თავისუფლებას” ლეგიონის ხელმძღვანელმა მამუკა მამულაშვილმა.

იტვირთბა....